00:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-18 11:08:23, 395 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ ტექსკოლა - სწავლობ და ქმნი მარტივად

ტექსკოლა "თიბისის" საგანმანათლებლო ინიციატივაა. ტექსკოლაში უფროსკლასელები ეუფლებიან ტექნოლოგიებს, იღებენ პირველ გამოცდილებას, ივითარებენ და იძენენ ახალ უნარებს, იღრმავებენ ინტერესებს, ისახავენ მიზნებს, იკვლევენ გზას და რაც მთავარია, ირჩევენ იმას, რაც ნამდვილად აინტერესებთ.

"თიბისი", სრულად დაფინანსებული ტექსკოლის დაარსებით, მიზნად ისახავს ახალ თაობაში თანამედროვე პროფესიებით დაინტერესების ზრდას და მომავალში დასაქმების თუ კარიერული წინსვლისთვის მათთვის სასარგებლო ცოდნის მიღებას. აქ, მთელი საქართველოდან მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით ეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს და იძენენ უნარებს, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ. 

"ტექსკოლაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. სწავლის დასრულების შემდეგ, მიღებული ცოდნა ჩემს ინტერესებს მოვარგე და ახლა საკუთარ ნამუშევრებს ვქმნი." - სესილია მულაძე.

ტექსკოლის სასწავლო პროგრამები განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის და ესენია: ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია და UI/UX დიზაინი. 

ტექსკოლის მონაწილეები ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს დაუფლებასთან ერთად ციფრული წიგნიერების საწყისებსაც გაეცნენ. ლექციებს თემაზე „ციფრული წიგნიერება" USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის, ციფრული მოქალაქეობის სპეციალისტი, მარიკა სიხარულიძე  კითხულობდა.
"თიბისიმ" ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით დააარსა და მას უკვე, მთელი საქართველოდან 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზაფხულის ნაკადის მონაწილეთა 15%-ს, უკვე გავლილი ჰქონდა ტექსკოლის სხვადასხვა კურსი და ტექნოლოგიების მათთვის ახალ მიმართულების კურსებს აქვე ეუფლება. 

"ტექსკოლაში ჯერ ტექნოლოგიების საფუძვლების კურსი გავიარე, რომელიც მომავლის პროფესიის პოვნაში დამეხმარა. შემდეგ ეტაპზე კი ვისწავლე გრაფიკული დიზაინი და ვებ-დეველოპმენტი. ახლა ვცდილობ მიღებული ცოდნა და უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენო" - დაჩი მექვაბიძე.

"თიბისი" აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას და სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივასთან ერთად, სექტემბრიდან, ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღებას კვლავ განაახლებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics