04:16 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-12 23:41:47, 780 ნახვა

მსოფლიო
სიკორსკი - პოლონეთი უკრაინაში რუსული რაკეტების ჩამოგდების საკითხს განიხილავს

პოლონეთი უკრაინაში რუსული რაკეტების ჩამოგდების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

სიკორსკის თქმით, აღნიშნული ინიციატივა კიევისგან მოდის და ის პოლონეთის ტერიტორიისკენ მოძრავი, თუმცა ჯერ კიდევ უკრაინის საჰაერო სივრცეში არსებული რუსული რაკეტების ჩამოგდებას ითვალისწინებს.

"ამ ეტაპზე ეს მხოლოდ იდეაა. ჩვენს შეთანხმებაში საუბარია, რომ ჩვენ შევისწავლით ამ იდეას. ჩვენ ფრონტის ხაზთან მდებარე სახელმწიფო ვართ და რუსული რაკეტები არღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს. ვვარაუდობთ, რომ შემთხვევით. ჩვენი დილემა მდგომარეობს შემდეგში, თუ ჩვენ ჩამოვაგდებთ მათ მხოლოდ მაშინ როდესაც ისინი ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვლენ, ნასხლეტები საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი ობიექტებისთვის.

უკრაინელები კი ამბობენ, რომ ისინი წინააღმდეგი არ არიან, ეს მათ საჰაერო სივრცეში გავაკეთოთ, როდესაც გარდაუვალი საშიშროება არსებობს, რომ ისინი პოლონეთის ტერიტორიას გადაკვეთენ. ჩემი აზრით, ეს თავდაცვაა, თუმცა ჩვენ ამ იდეის შესწავლის ეტაპზე ვართ", - განაცხადა სიკორსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics