|
2024-07-12 13:56:57, 692 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრა „დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი“ გაიმართა
"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ახლახან მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის 2-დღიანი ბიზნეს შეხვედრა – "დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი" გაიმართა. ღონისძიებას ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, კომპანია BPN Georgia-ს დირექტორი, დანიელ მათერი უძღვებოდა. დანიელ მათერმა მიმოიხილა ის თეორიულ-პრაქტიკული მეთოდები, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს მუშაობის სტილის გაანალიზებაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და დროის დაგეგმვის საკითხებში ეხმარებათ. შედეგად, მიღებული ცოდნით, მათ აქვთ შესაძლებლობა, რეალური მიზნები დასახონ, დავალებები უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეასრულონ და ხელისშემშლელ ფაქტორებს გაუმკლავდნენ. „საქართველოს ბანკისთვის" ბიზნეს სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გვესმის, რომ ახალი კავშირების დამყარება, განათლება და მოტივირება მთავარი კომპონენტებია წარმატების მისაღწევად, ამიტომ მუდმივად ვქმნით და მხარს ვუჭერთ საგანმანათლებლო თუ საინფორმაციო ინიციატივებს მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული შეხვედრის მიმართ გამოხატული ინტერესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიზნესებს სჭირდებათ მეტი ინიციატივა, რომელიც მათ განვითარებასა და ზრდაში დაეხმარებათ. ჩვენ არ ვჩერდებით და მომხმარებლებს მომავალშიც არაერთ საინტერესო ღონისძიებას შევთავაზებთ”, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაზე ორიენტირებული მეტი პროექტი იხილეთ "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე, ხოლო იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ მსგავსი ღონისძიებები, ადევნეთ თვალყური "საქართველოს ბანკი" ბიზნესის ფეისბუქგვერდს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)