|
2024-07-10 12:25:36, 449 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა
ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, „საქართველოს ბანკი“ განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე რამდენიმე თვეა ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას, სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მიიღონ. ახლახან პარტნიორების რიცხვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიც შეემატა. „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს შეუძლიათ. ამასთან, სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვთ აბიტურიენტებსაც, თუ ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალ ქულებს და გასაუბრების ეტაპზე ჟიურისგან მაღალ შეფასებებს მიიღებენ. ინიციატივის ფარგლებში, გამარჯვებულების შესარჩევ კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ. თუმცა, მათ რამდენიმე საერთო კრიტერიუმიც აქვთ: თეატრალური უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიების მისაღებად საჭიროა: • სტუდენტი იყოს საქართველოს მოქალაქე; • ჰქონდეს ბაკალავრის სტუდენტის აქტიური სტატუსი; • მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA); • აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტის მიერ სტიპენდიის მისაღებად დაწესებულ კრიტერიუმებს. სტიპენდიატების შესარჩევ კრიტერიუმებს პარტნიორი უნივერსიტეტები თავად ადგენენ. თეატრალურ უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებგვერდს. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება და პარტნიორი უნივერსიტეტების რიცხვიც იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)