04:31 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-04 15:33:45, 396 ნახვა

საზოგადოება
ცესკომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო

ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საარჩევნო სიახლეებსა და ელექტრონულ ტექნოლოგიებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ცნობით, საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.

"მან  2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და  ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში ცესკოს საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილების უფროსმა, რევაზ ეგაძემ პრეზენტაცია გამართა და მონაწილეებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით უკვე ინფორმირებულია 400 000-მდე ადამიანი. 

აღსანიშნავია, რომ ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, 6 ივლისიდან საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება იწყება. ახალი პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, წინასწარ განსაზღვრულ 89 ლოკაციაზე გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ, პირადად გაეცნონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას",- ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics