|
2024-06-28 22:56:29, 478 ნახვა
მსოფლიო
ბერბოკი - გერმანია აშშ-ის მომავალ მთავრობასთან ინტენსიურად და პროდუქტიულად იმუშავებს
გერმანია ინტენსიურად და პროდუქტიულად იმუშავებს აშშ-ის მომავალ მთავრობასთან, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსა და მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართული დებატების შემდეგ განაცხადა. როგორც ბერბოკი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ჩვენ წარმოუდგენლად მჭიდროდ ვმუშაობთ აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან, კანცლერი ოლაფ შოლცი თავის კოლეგასთან, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩემს კოლეგასთან ენტონი ბლინკენთან. ეს იყო ცენტრალური საკითხი იმ ბევრ კრიზისში, რომელიც დღეს განვიხილეთ. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით და მომავლისკენ ხედვით, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ინტენსიურ და პროდუქტიული თანამშრომლობას არა მხოლოდ ორმხრივ დონეზე, არამედ გეოპოლიტიკური ქარიშხლების ფონზე“, - განაცხადა ბერბოკმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)