07:41 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-25 16:50:43, 384 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ "დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ პროექტის მონაწილეებს სამხედრო მოსამსახურეებმა სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების საქმეში მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები ეცნობიან საქართველოს ისტორიას, სამხედრო ისტორიას, ასევე ისტორიულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს. კითხვარები შედგენილია საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით, ასევე სამხედრო თემატიკის ტესტები მომზადებულია თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მიერ. 

"დიდგორელის“ ორგანიზატორებმა გამოავლინეს გამარჯვებული მონაწილე, რომელსაც სამხედროებმა, თავდაცვის სამინისტროს სახელით, სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს. სიმბოლური საჩუქრებით, ასევე დაჯილდოვდნენ პროექტის მონაწილე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგანმანათლებლო პროექტის ავტორებთან აქტიურად თანამშრომლობს. "დიდგორელის“ მიზანია, მომავალი თაობა საკუთარი ქვეყნის ისტორიით კიდევ უფრო დააინტერესოს და ამ კუთხით ცნობიერება აუმაღლოს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics