08:05 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-24 14:37:28, 412 ნახვა

საზოგადოება
აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილს სადარბაზოსთან თავს დაესხნენ

იმის შემდეგ, რაც დაანონსდა საპროტესტო აქცია "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ, რათა აღიკვეთოს სოფელი ზოდის განადგურება, 22 ივნისის საღამოს, სახლში დაბრუნებულ ნიკო გაფრინდაშვილს სადარბაზოში დახვდნენ ე.წ. ტიტუშკები - სამი ადამიანი, ხელკეტებით შეირაღებული, მიპარვით სასტიკად გაუსწორდნენ ნიკოს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გვერდი "სოფელი ზოდი" ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ნიკო გაფრინდაშვილს ძალადობის შედეგად ტვინის შერყევა აქვს მიღებული და ამასთან ერთად, გავრცელებულ ფოტოებში ჩანს სახის, ხელის და ყელის მიდამოებში მიყენებული დაზიანებები.

"იმის შემდეგ, რაც დაანონსდა საპროტესტო აქცია "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ, რათა აღიკვეთოს სოფელი ზოდის განადგურება, 22 ივნისის საღამოს სახლში დაბრუნებულ ნიკო გაფრინდაშვილს სადარბაზოში დახვდნენ ე.წ. ტიტუშკები - სამი ადამიანი, ხელკეტებით შეირაღებული, მიპარვით სასტიკად გაუსწორდნენ ნიკოს ( ძალადობის შედეგად ტვინის შერყევა აქვს მიღებული) და შემდგომ გაიქცნენ ადგილისკენ, სადაც მანქანა ელოდებოდათ. მათ წინასწარ დაგეგმეს ეს, რთული გამოსაცნობი არაა, ვისი ორგანიზებულია ეს ძალადობა. სასწრაფოდ ვითხოვთ, გამოძიებულ იქნას ეს ფაქტი და დააკავონ მოძალადეები და რაც მთავარია, მათი დამკვეთები. ამის იმედი ჩვენ არ გაქვს, მაგრამ არაფერია დამალული რომ არ გაცხადდეს და ყველას მოეთხოვება პასუხი ქვეყანაში შექმნილი ამ ძალადობის წახალისებისთვის,  ყველა პასუხს აგებს ადრე თუ გვიან!

ვერ გაგვაჩუმებთ - 30 ივნისს 12:00 საათზე გელოდებით ყველას ზოდის საბჭოსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ "ჯორჯიან მანგანეზის" ცენტრალურ ოფისთან, რადგან დღეს "ჯორჯიან მანგანეზსა" და ჩინოვნიკებს შორის ტოლობის ნიშანია!" - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics