|
2024-06-21 16:32:45, 442 ნახვა
მსოფლიო
მედია - ამერიკელი სენატორები რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვენ
ამერიკელმა სენატორებმა - „დემოკრატმა", რიჩარდ ბლუმენტალმა და „რესპუბლიკელმა", ლინდსი გრეჰემმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარება დააინიცირეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დამტკიცების შემთხვევაში, რუსეთი შეუერთდება სიას, რომელშიც ასევე შედის კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია. „რუსეთი იმსახურებს ყოფნას მკვლელობის ჩამდენი სისასტიკის ამ პატარა, შერჩევით კლუბში“, - განაცხადა ბლუმენტალმა. როგორც სენატორებმა აღნიშნეს, მათ „პირველად დაინახეს ტერორიზმის ის სახეობა, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა და დააფინანსა მთელს მსოფლიოში“ ბუჩაში, უკრაინაში ბოლო ვიზიტის დროს. „კანონპროექტი აშშ-ს საშუალებას მისცემს, დააწესოს უფრო მკაცრი სანქციები, მათ შორის, მათთვის, ვინც რუსეთთან ბიზნესს აწარმოებს და აშშ-ის სასამართლო სისტემას გზას გაუხსნის, სამართლიანობა მოძებნონ პუტინის ბარბაროსული ქცევის მსხვერპლთათვის“, - განაცხადეს სენატორებმა. ბლუმენტალმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან „თავშეკავება დაკარგა“, ხოლო „ეს გზავნილი მსოფლიოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია მორალური თვალსაზრისით, როგორც ნებისმიერი პრაქტიკული შედეგი“. გრეჰემის თქმით კი, ეს კანონპროექტი უკრაინისთვის „მორალური სტიმულის“ მიცემას გულისხმობს. სენატორებმა კანონპროექტი მას შემდეგ დააინიცირეს, რაც რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ ხელი მოაწრეს შეთანხმებას - ორმხრივი უსაფრთხოების შესახებ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)