|
2024-06-21 09:53:50, 427 ნახვა
მსოფლიო
კირბი - ნეთანიაჰუს განცხადება აშშ-ის მხრიდან იარაღის შეზღუდვაზე, იმედგაცრუებას და შეშფოთებას იწვევს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იარაღსა და საბრძოლო მასალას ზღუდავს, შეშფოთებას და იმედგაცრუებას იწვევს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბის თქმით, ნეთანიაჰუს განცხადება „რბილად რომ ვთქვათ, დამაბნეველი იყო“. „არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელსაც უფრო მეტი გაუკეთებია ან გააგრძელებს უფრო მეტის გაკეთებას, ვიდრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააკეთა, რათა დახმარებოდა ისრაელს თავის დაცვაში“, - განაცხადა კირბიმ. თეთრი სახლის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა იყო ნეთანიაჰუს მოტივაცია ბაიდენის ადმინისტრაციის გაკრიტიკებისას. „თქვენ უნდა ესაუბროთ პრემიერ-მინისტრს იმის შესახებ, თუ რამ აიძულა მას ამის გაკეთება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს განცხადება ჩვენთვის რამდენადაც შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებული იყო, იმდენად არასწორი. ასე რომ, ძნელია იმის დადგენა, თუ რას გულისხმობდა ის“, - განაცხადა კირბიმ. შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები იარაღსა და საბრძოლო მასალას ზღუდავს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)