|
2016-02-16 10:36:02, 684 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარედ მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გიორგი ქ-მ,14 თებერვალს, ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა ირაკლი ღ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გიორგი ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ქ-მ მიმდინარე წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 11:30 საათზე, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა 1977 წელს დაბადებული ირაკლი ღ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გიორგი ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)