08:56 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-20 16:51:01, 414 ნახვა

საზოგადოება
ათასწლეულის გამოწვევის კონკურსის ფინალისტები შვეიცარიიდან დაბრუნდნენ

"ლიბერთის" ინიციატივითა და მხარდაჭერით, ათასწლეულის გამოწვევის 2023 წლის კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი გუნდის წევრები, ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრიდან (CERN) დაბრუნდნენ. შვეიცარიაში  თბილისისა და ბათუმის სკოლების მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებული გუნდის ,,Optical Visionaries"  წევრები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

მათ მიერ  შეიქმნა რობოტი ოფთალმოლოგი, რომელიც მოიცავს მინი სადიაგნოსტიკო მობილურ სისტემას და უზრუნველყოფს როგორც პერიმეტრის, ასევე მხედველობის სიმახვილის დადგენას.

"ლიბერთი" ტრადიციულად ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ მესამე ადგილზე გასული გუნდის წევრები შვეიცარიაში "ლიბერთის" დაფინანსებით გაემგზავრნენ. ვიმედოვნებთ, აღნიშნული მხარდაჭერით ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებში STEM მიმართულების დარგების განვითარებას.  ინოვაციური პროექტებით, ახალგაზრდა თაობა აქტიურად ზრუნავს გარემოს დაცვაზე, შრომის უსაფრთხოებაზე და შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, რაც უდაოდ დასაფასებელია და კერძო სექტორისგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს", - განაცხადა თამარ ზაქარიაძემ, "ლიბერთის" კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებას და დაინტერესების გაზრდას საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსი ყოველ წელს ტარდება და მასში 13-18 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics