08:20 - 19 Aug, 2026
|
2024-06-19 11:19:49, 451 ნახვა
მსოფლიო
კიმ ჩენ ინი - რუსეთთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას ვაპირებთ
მსოფლიოში სიტუაცია რთულდება, რუსეთთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებას ვაპირებთ,- ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერას გააგრძელებს. „ახლა მსოფლიოში სიტუაცია უფრო რთულდება და სწრაფად იცვლება. ასეთ ვითარებაში ჩვენ ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია რუსეთთან, რუსეთის ხელმძღვანელობასთან. ჩრდილოეთ კორეა-რუსეთის ურთიერთობები მაღალი კეთილდღეობის პერიოდში შედის“,- აღნიშნა კიმმა. ცნობისთვის, 2000 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)