02:05 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 18:25:38, 628 ნახვა

პოლიტიკა
დავუთოღლუ: რუსეთისთვის საქართველოს ოკუპაციაზე სათანადო პასუხი რომ გაცემულიყო, უკრაინისა და სირიის ოკუპაცია არ მოხდებოდა

საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციაზე სათანადო პასუხი რომ გაეცა, უკრაინისა და სირიის ოკუპაცია არ მოხდებოდა.

ამის შესახებ თურქეთის პრემიერმა ახმედ დავუთოღლუმ თავის უკრაინელ კოლეგასთან არსენი იაცენიუკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დავუთოღლუს თქმით, რუსეთი ამ დროისთვის სამი ქვეყნის ოკუპაციას ეწევა – უკრაინის, საქართველოს და სირიის, ხოლო სომხეთს, რუსეთის დახმარების, აზერბაიჯანის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

„დღეს თურქეთი და უკრაინა უკრაინასა და სირიაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. თურქეთი ოკუპირებული ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა“, – განაცხადა დავუთოღლუმ.

მისივე თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობას სსრკ–ს აღორძინება სურს, რაც მას არაფერს კარგს არ მოუტანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics