|
2024-06-15 13:01:03, 346 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა აჭარის სოფლის მეურნეობის მიმართულების ლაბორატორიების თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა
გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიების თანამშრომლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა, საქართველოში აკვაკულტურისა და ფიტოსანიტარიის სფეროების განვითარებაზე ისაუბრეს, არსებულ შესაძლებლობებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. „საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარებისკენ. დღეს, როდესაც ქვეყანაში იზრდება ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და ექსპორტი, მაღალი სტანდარტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით საჭირო და მოთხოვნადი ხდება. ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონულ დონეზე არსებული ლაბორატორიების განვითარება-გაძლიერება, რათა შესაძლებელი გახდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველა იმ საჭირო კვლევების მიწოდება, რაც დაეხმარება მათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაში“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და აჭარის ა/რ-ის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობა ხორციელდება არაერთი მიმართულებით, მათ შორის, ერთობლივი პროექტების შემუშავების, სპეციალისტების გადამზადებისა და სადიაგნოსტიკო მეთოდების დანერგვის ხელშეწყობის კუთხით. არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია აჭარის რეგიონში ლაბორატორიული სერვისების გაუმჯობესების მხარდაჭერა. „ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას აჭარის რეგიონში ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი აკვაკულტურის განვითარება და სექტორის მხარდაჭერაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფიტოსანიტარიის სფეროს განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის მებაღე ფერმერებს, მიიღონ წვდომა შესაბამის მომსახურებასა და კვლევებზე, რაც დაეხმარება მათ პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ზრდაში“, - განაცხადა ზაზა შავაძემ. სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევითი ცენტრისა და ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)