|
2024-06-14 10:12:46, 357 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ჩვენი მიზანია, კერძო ლაბორატორიული ქსელის განვითარებას ხელი შევუწყოთ
თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, ახალი, საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრნენ. ლაბორატორიაში ჩატარდება მაღალტექნოლოგიური კვლევები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. ლაბორატორია ბიზნესსექტორსა და კერძო პირებს 500-მდე კვლევას სთავაზობს. "ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კერძო ლაბორატორიული ქსელის განვითარებას; თბილისში ასეთი სტანდარტების ლაბორატორიის გახსნა მნიშვნელოვანი ფაქტია. აღსანიშნავია, რომ მუდმივად იზრდება ლაბორატორიულ მომსახურებაზე მოთხოვნა და საჭიროება. ამიტომ, ყოველწლიურად ვზრდით და ვაძლიერებთ ჩვენი სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის შესაძლებლობებს. სამინისტრომ, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად შეიმუშავა და დაამტკიცა ლაბორატორიული ქსელის განვითარების კონცეფცია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ლაბორატორიული ქსელის განვითარების პროცესს, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს DCFTA ფარგლებში, იმ ვალდებულებების შესრულებების კუთხით, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორიის საქმიანობა მოიცავს აგრარულ, ვეტერინარულ და სურსათის უვნებლობის, მათ შორის HACCP-ის მიმართულებით სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას, პურ-ფუნთუშეულის, მარცვლეულისა და თხილეულის დეტალურ კვლევას, ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ნიადაგის, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენებისა და დამაბინძურებლების და ცხოველის საკვებში ანტიბიოტიკების ნარჩენების დეტალურ შესწავლასა და ანალიზის. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)