05:49 - 14 Aug, 2026
|
2016-02-15 12:53:26, 783 ნახვა
სამართალი
ოკუპირებულ ”სამხრეთ ოსეთში” საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებულ ”სამხრეთ ოსეთში” საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. დაკავებულია 1974 წელს დაბადებული, ქალაქ რუსთავში მცხოვრები პირი. თვითმხილველების თქმით, დაკავებული მანქანების გაჩერებას ცდილობდა და მისი მიზანი ცხინვალის სადგურამდე მისვლა იყო. "კომიტეტის" ცნობით, ცხინვალის რეგიონში სოფელ დმანისში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქე დაკავების შემდეგ სამართალდამცავებს ჩააბარა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც ე.წ კომიტეტში აცხადებენ დაკავებულმა საზღვარი 13 თებერვალს გადაკვეთა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)