10:53 - 19 Aug, 2026
|
2024-06-05 17:43:30, 583 ნახვა
მსოფლიო
მედია - ლიბანის საზღვართან დაძაბულობის ფონზე, ისრაელის ხელისუფლება რეზერვისტების რაოდენობას 50 000-ით ზრდის
ლიბანის საზღვართან დაძაბულობის ზრდის ფონზე, ისრაელის ხელისუფლება რეზერვისტების რაოდენობას 50 000-ით ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს. როგორც მედია წერს, ისრაელის თავდაცვის ძალები აქამდე უფლებამოსილი იყო, საჭიროების შემთხვევაში გამოეძახებინა 300 000 რეზერვისტი, ახლა კი 350 000 რეზერვისტის გამოძახება გახდება შესაძლებელი. Times of Israel-ის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე იქნება. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის საზღვართან მდებარე ქალაქში ვიზიტისას განაცხადა, რომ ისრაელი „მომზადებულია უკიდურესად ძლიერი მოქმედებისთვის ჩრდილოეთში“.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)