|
2024-06-02 14:16:39, 501 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის თავდაცვის მინისტრი - აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს
ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივას სულ უფრო მეტად ანადგურებენ ტაივანელი სეპარატისტები და გარე ძალები,- ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, დონ ჯუნმა სინგაპურში განაცხადა. როგორც მინისტრმა კონფერენციაზე, სახელწოდებით "შანგრი-ლას დიალოგი" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ტაივანი ჩინეთისთვის არის "ძირითადი საკითხების ბირთვი", მაგრამ ტაივანის მმართველი "დემოკრატიული პროგრესული პარტია" აგრძელებს "სეპარატიზმს და ცდილობს, ჩინური იდენტობა წაშალოს". "ამ სეპარატისტებმა ცოტა ხნის წინ გააკეთეს ფანატიკური განცხადებები, რომლებიც აჩვენებს მათ ღალატს ჩინელი ერისა და მათი წინაპრების მიმართ. მათ ისტორია სირცხვილის ბოძზე გააკრავს",- თქვა თავდაცვის მინისტრმა. დონ ჯუნმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვას ჩინეთის "წითელი ხაზების" გამოცდა უწოდა. "ისინი ტაივანისთვის უმარავი იარაღის მიყიდვას ახორციელებენ. ასეთი ქცევა ძალიან არასწორ სიგნალებს უგზავნის ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს და აიძულებს მათ, ძალიან აგრესიულები გახდნენ. ვფიქრობ, ჩვენ ნათლად გვესმის, რომ უცხოური ძალების ნამდვილი მიზანია, ტაივანის გამოყენება ჩინეთის შესაკავებლად",- თქვა მინისტრმა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)