|
2024-06-01 17:43:25, 604 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება, ღაზაში მუდმივად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება, ღაზაში მუდმივად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება“. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელის პირობები არ შეცვლილა. „ისრაელის პირობები ომის დასრულებისთვის არ შეცვლილა: ჰამასის სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. მისივე თქმით, „ისრაელი მუდმივად ცეცხლის შეწყვეტამდე გააგრძელებს ამ პირობების შესრულების დაჟინებით მოთხოვნას. მოსაზრება, რომ ისრაელი დათანხმდება მუდმივ ცეცხლის შეწყვეტაზე მანამდე, სანამ ეს პირობები შესრულდება, მარცხისთვისაა განწირული“.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)