16:53 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 17:38:22, 398 ნახვა

საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს, შონ დანს და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ჯონ დიპიროს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

ცესკოს ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები იყო.

"მხარეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ ძირითად საქმიანობებზე ისაუბრეს, რაც არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად ხორციელდება. 

გიორგი კალანდარიშვილმა IRI-ის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგვის მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია წარმატებით ახორციელებს. ასევე ისაუბრა საუბნო საარჩევნო კომისიის პოტენციურ წევრთა სერტიფიცირების მიზნით გაწეული სამუშაოების, ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიისა და ამომრჩეველთა განათლების საკითხებზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობისა და სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის საკითხები. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს სადამკვირვებლო მისიასთან. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება",- ნათქვამია ცესკოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics