17:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 15:35:33, 351 ნახვა

საზოგადოება
მერია - ბოტანიკურ ბაღში ნარიყალას მხარეს მდებარე სალარო დროებით დაკეტილია

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა გააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა. ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოიშალა ყორეები. საფრთხის შემცველი რისკების მინიმუმადე დაყვანის მიზნით, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და ხორციელდება შესაბამისი სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხარეს მდებარე სალარო დროებით დაკეტილია.

„დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში შესვლა შეეძლებათ ბოტანიკურის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური შესასვლელიდან, ასევე მირზა შაფის ქუჩიდან შემოსასვლელი სალაროდან.

ბოტანიკური ბაღი ღიაა ყოველდღე, ყველა დღესასწაულსა და უქმე დღეს, დილის 09:00 საათიდან 19:30 საათამდე. ბაღის სალაროს საათები იცვლება სეზონურად და ინფორმაციას სამუშაო საათების შესახებ ბაღის ადმინისტრაცია ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics