|
2024-05-29 12:40:45, 339 ნახვა
საზოგადოება
გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თითოეული ბენეფიციარის მკურნალობის დასაფინანსებლად, დედაქალაქის მერიიდან ყოველწლიურად 25 000 ლარი გამოიყოფა
დედაქალაქის მერია წელიწადში, დაახლოებით, 25 000 ლარს გამოყოფს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თთოეული ბენეფიციარის მედიკამენტებისა და კვლევების დასაფინანსებლად, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, მერია სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ორი სახის მედიკამენტს, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას აფინანსებს. „30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამა 2020 წელს მედიკამენტების დაფინანსებით დაიწყო. მოგვიანებით, პროგრამას მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა და დღემდე, მასში 250 მოქალაქე იყო ჩართული. მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფს ორი სახის მედიკამენტის, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სრულად, 100%-ით დაფინანსებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, დაფინანსება 60 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეხო. „ერთი ბენეფიციარის მედიკამენტებისა და კვლევების დასაფინანსებლად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტში წელიწადში, დაახლოებით, 25 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, თავიდან პროგრამაში 15-დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეები ჩავრთეთ, მოგვიანებით კი, მიდგომა შეიცვალა და დაფინანსება 60 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეხო. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი მედიკამენტების გამოყენებით, დაავადების აქტივობის დათრგუნვაა შესაძლებელი და ამ დიაგნოზის მქონე მოქალაქეებს ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)