17:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 11:44:43, 344 ნახვა

საზოგადოება
კალაძის განცხადებით, ისნის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი განხორციელდება

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი ისნის რაიონში, ისტორიული განაშენიანების ზონაში, მეტეხის N14-ში განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე, 2018 წელს შენობის ნაწილი, მიმდინარე წელს კი დარჩენილი ნაწილიც ჩამოინგრა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განახორციელა.

„აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსში 33 მესაკუთრე ცხოვრობდა. ამჟამად, მოსახლეობა ქირით გვყავს გაყვანილი. პროექტი შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან.  ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე შეძლებს ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გადასვლას, სადაც მათ გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული ბინები დახვდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics