|
2024-05-27 10:32:48, 399 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „საქართველოს ფოსტა“ საფოსტო ატრიბუტიკით, გორში არის წარმოდგენილი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, “საქართველოს ფოსტა” საფოსტო ატრიბუტიკით, გორში არის წარმოდგენილი. გორის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია “საქართველოს ფოსტის” სივრცე შემეცნებითი და საბავშვო-გასართობი აქტივობებით. დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ფოსტისა და საფოსტო მარკების ისტორიას, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები ფოტო სივრცეებში. ასევე, საქართველოს ფოსტა დღეს პატარა ვიზიტორებს საბავშვო აქტივობებსაც სთავაზობს - საფოსტო ოფისის სტენდი, ბარათების შევსება, გასაფერადებელი საქართველოს რუკა, მოძრავი საფოსტო ყუთი და მოსიარულე ფოსტალიონები, რომლებიც მსურველებს წერილის გაგზავნის საშუალებას აძლევენ. „საქართველოს ფოსტის“ პავილიონში დამთვალიერებლებს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გორში პირადად უმასპინძლა და ფოსტის ისტორია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა გააცნო. „საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი - ეს არის დღესასწაული, რომელიც სიხარულისა და სიამაყის გრძნობასთან ერთად, გვახსენებს პასუხისმგებლობასაც, რაც ქვეყნის მომავლის წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. ზუსტად ამის ხაზგასმაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წლევანდელი მთავარი თემატიკა „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“, - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ. ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)