|
2024-05-26 20:10:09, 381 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტროსა და მისი შესაბამისი უწყებების ორგანიზებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში ახალციხეში ენერგეტიკის სივრცე მოეწყო
„საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ ახალციხიდან, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო სპეციალური შემეცნებით - საინფორმაციო სივრცე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებისა და დარგის სხვა მიღწევების შესახებ. საყოველთაო გაზიფიცირება, ელექტროენერგეტიკული გადამცემი ქსელის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და სხვა პროექტები, რომლებსაც დამთვალიერებელი ჩვენს პავილიონში გაეცნობა, ეროვნული მნიშვნელობისაა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასთან არის დაკავშირებული" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა განაცხადა, რომელმაც სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად ახალციხის ისტორიულ ციხე-სიმაგრეში მისულ სტუმრებს დეტალურად გააცნო ქვეყნის ენერგეტიკული შესაძლებლობები, ასევე მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის, პროექტები, რომლებიც სამცხე - ჯავახეთის რეგიონში ხორციელდება. ჯუბო ტურაშვილის შეფასებით, ენერგეტიკის სექტორის თითოეული მიღწევა უწყვეტი განათლებისა და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. „26 მაისს ჩვენ ზეიმით აღვნიშნავთ, რადგან თავისუფლების სიყვარული გახლავთ ის, რაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტად აერთიანებს. ამასთან, დამოუკიდებლობა მხოლოდ ბრძოლით არ მოიპოვება - აუცილებელია უწყვეტი განათლება და მუხლჩაუხრელი შრომაც. ენერგეტიკის სექტორის თითოეული მიღწევა სწორედ ამ განათლებისა და შრომის შედეგია და დარწმუნებული ვარ, ყველა ენერგეტიკული პროექტი, რომელიც ამჯერად შესწავლის ან განხილვის სტადიაშია, მალე ჩადგება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების სადარაჯოზე," - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა. წლევანდელ 26 მაისს ახალციხის ისტორიულ ციხე-სიმაგრეში მისულ მოქალაქეებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიღწევებისა და სამომავლო სტრატეგიული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. ენერგეტიკული პავილიონი ასევე სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)