|
2016-02-13 15:22:10, 678 ნახვა
სამართალი
ფატუ ბენსუდა საქართველოსგან პასუხს თებერვლის ბოლოს ელოდება
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, თებერვლის ბოლოს საქართველოსგან, პროკურატურის გამოძიების კუთხით პასუხს ელოდება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ პროკურორმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. ფატუ ბენსუდას განმარტებით, ჰააგის პროკურორის ოფისი ადგენს გამოძიების სქემას, სადაც გაწერილი იქნება ერთწლიანი და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა. ჰააგის პროკურორი ასევე ელოდება პასუხს რუსული მხარისგან, თუ როდის იქნება მოსკოვი მზად მასთან შეხვედრისთვის. მიუნხენში გიორგი კვირიკაშვილისა და ფატუ ბენსუდას სამუშაო შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)