|
2024-05-22 11:36:08, 353 ნახვა
საზოგადოება
კრიტიკული დაავადებების დაზღვევა #შენთვის - „თიბისი დაზღვევა“
სოციალურ ქსელებში თითქმის ყოველ დღე გვხდება პოსტები იმის შესახებ, რომ ახლობელ თუ უცნობ ადამიანებს ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ კრიტიკული დაავადების დასამარცხებლად. „თიბისი დაზღვევა“ იმ ადამიანებს უფრო ახლოს გაგაცნობთ, ვის გადარჩენაშიც შეიძლება შენც გაქვს მონაწილეობა მიღებული. დოკუმენტური ფილმების სერიაში ისინი გვიყვებიან საკუთარ ისტორიებს, თუ რა გზა გაიარეს დაავადების დადასტურებიდან დამარცხებამდე და კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ არც კიბო და არც სხვა კრიტიკული დაავადებები განაჩენი არ არის. #ანისთვის #გიოსთვის #შიოსთვის… ამ კამპანიების ვიზუალურ-ვერბალურ სტილში „თიბისი დაზღვევა“ იწყებს კამპანიას #შენთვის და შეგვახსენებს, რომ დროა, საკუთარ თავზე ზრუნვაც დავიწყოთ. საჭირო არ არის საშიში მომავლის წარმოდგენა, საკმარისია, უბრალოდ, ერთხელ დაფიქრდე, რეალობა კარგად გააანალიზო და მიიღო შენი მომავლისთვის სწორი გადაწყვეტილება - ისარგებლო კრიტიკული დაავადებების დაზღვევით. „თიბისი დაზღვევა“ 5 წელზე მეტია, მომხმარებლებს კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს. პროდუქტი 21 დაავადებას მოიცავს. რომელიმეს დადასტურების შემთხვევაში მომხმარებელი სრულად მიიღებს დაზღვევით განსაზღვრულ თანხას, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 000, 100 000 ან 250 000 ლარს, მისი გამოყენება კი სურვილისა და საჭიროების მიხედვით შეუძლია. პოლისის ფარგლებში დაზღვეულებს შეუძლიათ, „თიბისი დაზღვევის“ პარტნიორი ამერიკული კომპანიის მხარდაჭერით მოიძიონ ალტერნატიული სამედიცინო აზრი - გადაამოწმონ დასმული დიაგნოზი და დანიშნული მკურნალობის გეგმა საზღვარგარეთ 40-მდე ქვეყნის წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში. დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ დაზღვეულებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გააგრძელონ მკურნალობა საზღვარგარეთ, რის ორგანიზებასაც ასევე ითვალისწინებს პოლისი. პაკეტის ფარგლებში მომხმარებლის არასრულწლოვანი შვილებიც ავტომატურად დაზღვეულები არიან იგივე პირობებით, დამატებითი გადასახადის გარეშე. 18-დან 63 წლამდე მომხმარებლებს დაზღვევით სარგებლობა დისტანციურადაც შეუძლიათ. პირობებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: კრიტიკული დაავადებების დაზღვევა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)