|
2024-05-22 09:40:36, 504 ნახვა
მსოფლიო
კამერონი - „ჰამასის“ ხელმძღვანელობისა და ისრაელის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის მორალური გათანაბრება არასწორია
არასწორია "ჰამასის" ხელმძღვანელობისა და ისრაელის დემოკრატიულად არჩეული ლიდერის მორალური გათანაბრება,- ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის, კარიმ ხანის მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და "ჰამასის" ლიდერების დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნას. როგორც კამერონმა ლორდთა პალატას განუცხადა, ორდერების გაცემა მძევლების გათავისუფლებას ხელს ვერ შეუწყობს. "ერთი წუთითაც არ მჯერა, რომ ამ ორდერების გაცემა ხელს შეუწყობს მძევლების დაბრუნებას. ის არ შეუწყობს ხელს ჰუმანიტარული დახმარების მიღებას და მდგრად ცეცხლის შეწყვეტას",- ამბობს კამერონი. შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და "ჰამასის" ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა 20 მაისს მოითხოვა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)