21:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 10:10:44, 449 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ის, რაც ღაზაში ხდება, გენოციდი არ არის

ის, რაც ღაზაში ხდება, გენოციდი არ არის, ჩვენ უარვყოფთ ამას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი „მსხვერპლია“ 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, რომლებმაც 1 200 ადამიანი დახოცეს და ასობით მძევალი აიყვანეს.

„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით, რათა ერთად დავამარცხოთ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი და „ჰამასის“ სხვა ჯალათები. ჩვენ გვსურს „ჰამასის“ დამარცხება და ვმუშაობთ ისრაელთან ერთად, რათა ეს გავაკეთოთ“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მხარი არ დაუჭირა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის მოთხოვნას, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 მაისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics