|
2024-05-20 21:54:46, 497 ნახვა
მსოფლიო
ბლინკენი - ჩვენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას უარვყოფთ - ეს სამარცხვინოა
აშშ ფუნდამენტურად უარყოფს ჰააგის სასამართლოს პროკურორის განცხადებას, რომელშიც ის ითხოვს ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერს, „ჰამასის“ ტერორისტების დაკავების ორდერებთან ერთად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელი არ იყო სასამართლოს წევრი, თუმცა მზად იყო ეთანამშრომლა პროკურორთან. „ჩვენ უარვყოფთ პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას. ეს სამარცხვინოა. „ჰამასი“ არის სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც მოაწყო ებრაელების ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ და დღემდე მძევლად ჰყავს აყვანილი ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ამერიკელები. უფრო მეტიც, აშშ-მა ნათლად აჩვენა მიმდინარე კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე, რომ ჰააგის სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე. ჰააგის სასამართლო შეიქმნა მისი მონაწილე სახელმწიფოების მიერ, როგორც შეზღუდული იურისდიქციის სასამართლო“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)