|
2024-05-18 12:31:13, 506 ნახვა
საზოგადოება
თსუ-სთან შეკრებილ სტუდენტებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა მე-2 კორპუსთან დილის 09:00 საათზე აღნიშნული კანონის მოწინააღმდეგე შეკრებილ სტუდენტებს, დაცვის თანხლებით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ავტომობილით ჩაუარა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. "თავიდან ცდილობდნენ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით ჩვენს პროვოცირებას, როცა ეს ვერ შეძლეს საბოლოო ჯამში თვითონ გადმოვიდნენ ფიზიკურ თავდასხმაზე, აბსოლუტურად ჩვეულრბრივ ვითარებაში", - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა, ნიკო მანაგაძემ. ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად უკვე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)