|
2024-05-17 20:53:12, 399 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთში პარაკლისს დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა. საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ოჯახურ ღირებულებებზე, საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის, ასევე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის მტკიცე ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქაშვეთის ტაძართან მეუფე შიომ პარაკლისი აღასრულა, რომლის დასრულების შემდეგ, სამღვდელოებამ და მრევლმა საზეიმო მსვლელობით სამების ტაძრისკენ გადაინაცვლა. თავდაცვის მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელ პარაკლისსაც დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)