04:41 - 14 Aug, 2026
|
2016-02-12 11:03:31, 723 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვნებმა სუპერმარკეტ "სმარტის" ორი თანამშრომელი დაჭრეს
რამდენიმე არასრუწლოვანმა სუპერმარკეტ "სმარტის" დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრა. შემთხვევა წუხელ, გვიან საღამოს, რუსთაველის გამზირზე მოხდა. დაჭრილებს დაზიანება თავისა და მხრის არეში სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც სუპერმარკეტში ჰყვებიან, რამდენიმე ახალგაზრდას, რომლებიც წესრიგს არღვევდნენ, დაცვამ გარეთ გასვლა მოსთხოვა. მათ დატოვეს შენობა, თუმცა მალევე დაბრუნდნენ სხვა თანატოლებთან ერთად და დაცვის თანამშრომლები დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)