|
2024-04-29 13:44:25, 485 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 30 აპრილს და 1-2 მაისს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 30 აპრილს და 1-2 მაისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. 2 მაისიდან ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. „თბილისში 2 მაისამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 2 მაისს საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისამდე დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +19, +21 გრადუსამდე დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +20, +22 გრადუსამდე დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისს დღისით +15, +17 გრადუსამდე დაიკლებს. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 2 მაისამდე ცალკეულ, ხოლო 2 მაისს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს შედარებით დაიკლებს”, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)