|
2024-04-28 18:22:20, 365 ნახვა
საზოგადოება
ეპისკოპოსი გიორგი: ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება - ეს ევროპა არ არის
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რთული პროცესები მიმდინარეობს. მან ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის რეზოლუციაში არსებულ იმ ჩანაწერზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონმდებლობის გაუქმებისკენ მოუწოდებს. „ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, მე სიღრმეებში არ შევალ, მაგრამ ძალიან შემაძრწუნებელი და შემაშფოთებელი ერთი რამ: ჩვენ, ჩვენი ისტორიული არჩევანი, როგორც საზოგადოებაში ვთანხმდებით, რომ არის ევროინტეგრაცია. პირველ რიგში ევროპა ჩვენთვის რა არის? - ქრისტიანულ ფესვებზე დაფუძნებული კულტურა. საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ რას, ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ რაიმე კანონის მიღება, მათთვის არის თურმე მიუღებელი. ეს ევროპა კი არ არის, ეს არის დაცილებული ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს“, - განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)