15:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-27 16:35:22, 410 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის ხელმძღვანელ პირებთან და  ექიმებთან სამედიცინო დაწესებულების საჭიროებები განიხილა. შეხვედრაზე კლინიკას, სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობებზე და განვითარების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძის  განმარტებით, მომსახურების სტანდარტების მეტად გასაუმჯობესებლად, სამინისტრო, კლინიკასთან ერთად, აქტიურად მუშაობს.

"ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 180 საწოლზეა გათვლილი და აჭარის რეგიონის მოსახლეობას მრავალპროფილურ სამედიცინო სერვისებს აწვდის. კლინიკაში ფუნქციონირებს დიალიზის ცენტრი, რომელიც 95 პაციენტს ემსახურება. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიული მომსახურების სტანდარტები, რომელიც ქვეყანაში 2023 წლის შემოდგომაზე ამოქმედდა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე, იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარძე და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო შელია", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics