|
2024-04-26 17:42:41, 550 ნახვა
საზოგადოება
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა
პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი 28 აპრილს დაგეგმილ აქციას და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ამ დღეს, ყველა ადამიანის ჩართულობა და აზრის დაფიქსირება მნიშვნელოვანია. „პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, ეს იქნება მათ შორის 28 აპრილსაც. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ჩართულობა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ თავებს გადათვლის რამდენი არიან. პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია. ჩვენ საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, 28 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროპული მარში დააანონსეს, რომელსაც ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)