|
2024-04-26 11:46:22, 731 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
რუსული დაზვერვისა და თავდასხმის დრონების გამო, უკრაინულმა არმიამ ფრონტიდან გაიყვანა ამერიკული Abrams M1A1 ტანკები რუსული არმია იყენებს ბევრ სადაზვერვო და დამრტყმელ დრონს და აკონტროლებს საჰაერო სივრცეს ბრძოლის ველზე. ტანკები ზედმეტად დაუცველები იყვნენ დრონების მიმართ, წერს Associated Press (AP). ორი ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირი ჟურნალისტებს ანონიმურობის პირობით ესაუბრა უკრაინელების მიერ აბრამსის ფრონტიდან გაყვანის შესახებ, ხოლო აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მოადგილემ AP-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკელი და უკრაინელი სამხედროები ახლა ერთად ფიქრობენ იმაზე. როგორ გამოიყენონ ტანკები ახალ სიტუაციაში. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2023 წლის იანვარში გადასცა 31 აბრამსის ტანკი. არსებობდა იმედი, რომ მოკავშირეების მიერ გადაცემული ეს და სხვა ტანკა დაეხმარებოა უკრაინის არმიას რუსეთის თავდაცვის ხაზების გარღვევაში და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში. მაგრამ მას შემდეგ სიტუაცია ძალიან შეიცვალა: ფრონტის ხაზის ზემოთ ჰაერი დრონებით არის სავსე. „არ არსებობს ღია სივრცე, რომლითაც უბრალოდ შესაძლებელი იყოს გასეირნება შენიშვნის შიშის გარეშე“, განუმარტა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა სამხედრო ჩინოვნიკმა ხუთშაბათს. მისი თქმით, 31 აბრამიდან ხუთი უკვე დაკარგულია. „იმ თვალსაზრისით, თუ როგორ შეიცვალა ტექნოლოგია, მასიური ჯავშანი უპილოტო საფრენი აპარატებით გაჯერებულ გარემოში შეიძლება იყოს რისკის ქვეშ“, განუცხადა AP-ს ადმირალმა კრისტოფერ გრეიდმა, გაერთიანებული შტაბის უფროსის ვიცე-თავმჯდომარემ. „ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან და სხვა პარტნიორებთან ადგილზე და დავეხმარებით მათ იფიქრონ, როგორ გამოიყენონ ეს ტექნოლოგია ასეთ შეცვლილ გარემოში, სადაც ყველაფერი დაუყოვნებლივ ჩანს“, - აღნიშნა ადმირალმა გრეიდმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)