|
2024-04-25 12:01:22, 347 ნახვა
საზოგადოება
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, განათლების სარდალი ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე განათლების ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. "მან სტუდენტებთან თავდაცვის ძალებში სამხედრო კარიერული განვითარებისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს. მოგვიანებით, სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებსა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და აუდიტორიასთან „თავდაცვის კოდექსით“ გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრეს. თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი ქვეყნის მასშტაბით სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ხორციელდება. „ჩვენი ჯარი“ სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად",- ნათქვამია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)