|
2024-04-24 10:33:10, 575 ნახვა
სამართალი
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს დიდი ხნის განმავლობაში მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა ჰქონდათ. "ბრალდებული სადავო მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას ცდილობდა, რასაც მეზობელი არ თანხმდებოდა. წარმოშობილი უთანხმოების გამო, 2023 წლის 3 სექტემბერს ბრალდებულმა ფერმიდან სანადირო თოფი გამოიტანა და ახალგაზრდა მამაკაცს მოულოდნელად ესროლა, მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდების მხარემ საქმეზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებული განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- აღნიშნულია გენპროკურატურის ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)