|
2024-04-24 09:48:54, 468 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის - ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება
მადლიერი ვარ აშშ-ის სენატის დღევანდელი დამტკიცებისთვის, უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებისთვის, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების პაკეტის დამტკიცებას. როგორც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის დახმარების შესახებ სენატის მიერ მიღებული კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა „პოლიტიკას სცილდება". „ასევე, მადლიერი ვარ ყველა ამერიკელის, ვინც უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს და აცნობიერებს, რომ ამ კანონპროექტის ისტორიული მნიშვნელობა პოლიტიკას სცილდება. მე ასევე ვაფასებ პრეზიდენტ ბაიდენის მხარდაჭერას და მოუთმენლად ველი კანონპროექტზე სწრაფად ხელმოწერას და შემდეგი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებას“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. პაკეტის მოცულობა 95 მილიარდი დოლარია, საიდანაც 61 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის, 26 - ისრაელისთვის, ხოლო 8 - ტაივანისთვის გამოიყო.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)