|
2024-04-22 13:10:15, 348 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება Routes Europe 2024-ში მონაწილეობს
22-24 აპრილს, დანიის ქალაქ ორჰუსში საავიაციო ფორუმი Routes Europe 2024 იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, რიგით მე-18 ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 450-ზე მეტი ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობენ. „საქართველოს ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს, რომელსაც კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ხელმძღვანელობს. ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ROUTES EUROPE 2024-ზე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრები და პრეზენტაციები. ავიაფორუმი საშუალებას იძლევა, გლობალურ საავიაციო ბაზარზე მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. სამდღიან ფორუმზე პირისპირ შეხვედრები გაიმართება ავიაციის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის, რათა შეჯერდეს ევროპის მასშტაბით სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა. ROUTES EUROPE 2024-ის ფარგლებში ასევე განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები. საუბარი შეეხება ავიაციისა და ტურიზმის სფეროების კიდევ უფრო განვითარებასა და ახალი ბაზრების ხელშეწყობას”, - აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)