01:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-20 14:21:33, 457 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს

სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს უკრაინის საბრძოლო მასალისთვის. გასულ წელს ქვეყნის ხელისუფლებამ უარი თქვა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.

Reuters-ის ცნობით, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ამ კვირაში პლადფორმა crowdfunding-ის მეშვეობით შეაგროვეს თითქმის ორი მილიონი ევრო უკრაინას საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მთავრობამ უარი თქვა მონაწილეობაზე ჩეხეთის ხელისუფლების საერთაშორისო ინიციატივაში, უკრაინისთვის ასობით ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვაზე ევროკავშირის გარეთ, რომელსაც შეუერთდა მინიმუმ 15 ქვეყანა. სლოვაკეთის წინა მთავრობამ კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემები და მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდა.

სლოვაკეთმა გასულ წელს შეწყვიტა სახელმწიფო სამხედრო დახმარება უკრაინას, იმის მტკიცებით, რომ კონფლიქტს არ ჰქონდა სამხედრო გადაწყვეტა და ფიცომ გაიმეორა მოსკოვის მოწოდებები სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ. ფონდების შემგროვებლები ამბობენ, რომ კამპანია მიზნად ისახავს აჩვენოს, რომ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა არ ეთანხმება ხელისუფლების ცვლილებას საგარეო პოლიტიკაში სექტემბრის არჩევნების შემდეგ.

სლოვაკეთში აპრილის დასაწყისში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პარლამენტის სპიკერმა და პარტიის ხმა - სოციალდემოკრატიის ლიდერმა პიტერ პელეგრინიმ გაიმარჯვა. ის ფიცოს მოკავშირე და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მოწინააღმდეგეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics