|
2016-02-11 13:25:09, 848 ნახვა
სამართალი
საგადასახადო დავის პერიოდში, პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება
საგადასახადო დავის პერიოდში, პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება. აღნიშნულს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლის შესახებაც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. „ბიზნესისათვის ძალიან საინტერესო წინადადებაა, რომ, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, ეს კანონიც წავა მოგების გადასახადდთან ერთდ, საგადასახადო დავის პერიოდში, პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეს, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია დაადოს ყადაღა სასამართლოს გარეშე, შემოსავლების სამსახური აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებს აღნიშნულ ქმედებას, მაგრამ 48 საათში მან უნდა მიიღოს სასამართლოსაგან თანხმობა. თუ თანხმობას არ მიიღებს, ყადაღა ჩაითვლება მოხსნილად”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)