|
2024-04-15 09:55:23, 433 ნახვა
მსოფლიო
მედია - ისრაელზე ირანის თავდასხმასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა
გაეროს უშიშროების საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, შეხვედრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც ისრაელმა საბჭოს სთხოვა, დაეგმო ირანის თავდასხმა და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოეცხადებინა. მათივე ინფორმაციით, საბჭოს სხდომა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გახსნა გაფრთხილებით, რომ ახლო აღმოსავლეთი "ზღვარზეა". “რეგიონში მცხოვრები ხალხი დამანგრეველი, სრულმასშტაბიანი კონფლიქტის რეალური საფრთხის წინაშე დგას, ახლა არის განმუხტვის და დეესკალაციის დრო, ახლა მაქსიმალური თავშეკავების დროა, დროა, დავიხიოთ ზღვარზე“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. შეგახსენებთ, 14 აპრილს, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. გაშვებული რაკეტების და დრონების 99 % ისრაელმა და აშშ-მა ერთობლივად ჩამოაგდეს. ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, სამედიცინო დახმარება 31-მა ადამიანს დასჭირდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)