19:27 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 13:25:48, 483 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - თუ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ არ შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი, საქმე სტრასბურგში წავა

თუ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ არ შეიწყალოს, მოცემული სისხლის სამართლის საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა,- ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა.

როგორც ბითაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, აქვთ მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი გრიგორიადისს შეიწყალებს.

"სამართლიანად რომ გადაწყვიტოს პრეზიდენტმა, მოლოდინი გვაქვს, რომ უნდა შეიწყალოს. თუ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ არ შეიწყალოს, ამ შემთხვევვაში, მოცემული სისხლის სამართლის საქმე წავა აუცილებლად სტრასბურგის სასამართლოში",- აცხადებს უფლებადამცველი.

შეგახსენებთ, დღეს, 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულის შემდეგ ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics