|
2024-04-11 11:27:34, 341 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენლებს უმასპინძლა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების შემდეგ პირველად გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, რიხარდ ბოკს და საერთაშორისო ურთიერთობების მრჩეველს, კიმ ბრისევაკს უმასპინძლა. "სტუმრებმა იუსტიციის სამინისტროს და ნოტარიუსებს მიულოცეს ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანება და აღნიშნეს, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ევროპული სტანდარტების შესაბამისი სანოტარო სერვისების განვითარებაში. ღონისძიება ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ, ეკატერინე ნანდოშვილმა გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენლებმა ქართველ ნოტარიუსებთან იმსჯელეს გერმანიის ნოტარიუსთა ინსტიტუტის, ნოტარიუსის პროფესიის დაუფლების კრიტერიუმების, „ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის მნიშვნელოვან საკითხებზე. კიმ ბრისევაკმა ნოტარიუსთა ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი ინსტიტუტის შექმნა ხელს შეუწყობს სანოტარო პრაქტიკის უნიფიკაციას და ნოტარიუსის პროფესიის განვითარებას. რიხარდ ბოკმა კი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი ასპექტების შესახებ ქართველ ნოტარიუსებს გერმანიის გამოცდილება გაუზიარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და ნოტარიუსები",- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)