|
2024-04-10 23:09:37, 394 ნახვა
საზოგადოება
მერია - „მასტერ ლიგის“ მეექვსე სეზონს წელს ყველაზე მეტი - 12 000 მონაწილე ჰყავს
„მასტერ ლიგის“ მეექვსე სეზონის პირველმა გათამაშებამ სტარტი აიღო. ტურნირში, რომელიც თბილისის მერიის დაფინანსებით მიმდინარეობს, წელს 91 გუნდი მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ტურნირის პირველ გათამაშებაში დედაქალაქის მერი კახა კალაძე მონაწილეობს. თბილისის მერის თქმით, პროექტის მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. „მასტერ ლიგის“ ტურნირი 7x7-ზე იწყება, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავაფუძნეთ. მისასალმებელია, რომ ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუნდების და მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა იზრდება. ძალიან მიხარია, რომ მეც მაქვს შესაძლებლობა, ამ ტურნირში მონაწილეობა მივიღო. მინდა ყველა მონაწილე გუნდს, ახალგაზრდებს მადლობა გადავუხადო ამ ჩართულობისთვის. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის მნიშვნელოვანი. მსგავსი პროექტები კი, ამას ხელს უწყობს. ეს დამოკიდებულება გვექნება მომავალშიც და დარწმუნებული ვარ, ეს ტურნირი კიდევ უფრო პოპულარული გახდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. პროექტში ჯამში, დაახლოებით, 12 000 ადამიანია ჩართული. ტურნირი შედგება სამი ლიგისგან - უმაღლესი ლიგა, მეორე ლიგა და მესამე ლიგა. ხოლო მესამე ლიგა სამ ჯგუფად არის დაყოფილი. ასევე, თამაშები რეგულარული პრინციპით იმართება აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს ლიგებში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)