|
2024-04-10 12:37:01, 376 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი - აქტიურად ვმუშაობთ ბრიტანეთთან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე
ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ, კონსულმა კლერ ოლბლესმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და ბრიტანეთის საელჩოს სავაჭრო ურთიერთობების ხელმძღვანელი ნინო გამხარაშვილი ესწრებოდნენ. ქვრივიშვილის განცხადებით, ორივე მხარე აქტიურად, კოორდინირებულად იმუშავებს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებაზე. „შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ როგორც ბრიტანეთის საელჩო, ასევე ჩვენი სამინისტრო ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აქტიურად ვიყოთ ჩართულები ამ მოლაპარაკების პროცესში და შესაბამისად, დავგეგმეთ საერთო აქტივობები. ჩვენ გვაქვს აქტიური, მიმდინარე მოლაპარაკებები პარტნიორ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მათ დაიწყონ პირდაპირი ფრენები ლონდონიდან თბილისის მიმართულებით. ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა უახლოეს დღეებში პოტენციურ, პარტნიორ ავიაკომპანიასთან ერთობლივი კომუნიკაცია",- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, საკმაოდ მზარდია ტურისტული ნაკადები ბრიტანეთიდან - საქართველოს ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც აისახება ვიზიტორების ზრდაზეც. გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბრიტანული ავიაკომპანიებისგან გაზრდილია ინტერესი საქართველოში ოპერირებაზე, რაც ქმნის მნიშვნელოვან პირობებს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)